საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ საქართველოში დღის წესრიგში დააყენა ახალი პროფესიის – შემფასებლის – წარმოშობის აუცილებლობა. მომსახურების ამ ახალ სახეობაზე სულ უფრო მზარდმა მოთხოვნილებამ ბუნებრივად გამოიწვია საკანონმდებლო და მეთოდური საფუძვლების მომზადების აუცილებლობა ეკონომიკის ახალ სფეროში – ქონების შეფასებაში. სახელმძღვანელო დაგეხმარებათ თანამედროვე საშემფასებლო საქმიანობის საფუძვლების ათვისებაში.

